სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და გასვლითი თათბირი

29 დეკემბერი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოადგილეებთან ერთად ჭიათურაში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა. ამ ეტაპზე საბაგირო გზების რეაბილიტაცია–დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი უფრო აქტიურად 2017 წელს განხორციელდება.

წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრშიც. დამონტაჟდა ახალი სცენა და განახლებული თეატრი სრულად ფუნქციონირებას 2017 წლის დასაწყისში გეგმავს.

მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც ფასადები მოწესრიგდა და გაკეთდა მოაჯირები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც 130 ბავშვზეა გათვლილი.

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი გასვლითი თათბირის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2016 წელი შეაჯამეს. ასევე, ისაუბრეს 2017 წელს განსახორციელებელ პროექტებზე.