სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი გახდა

26 დეკემბერი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი გახდა. მხარის გუბერნატორი აკადემიის წევრებმა დღეს აირჩიეს. მას წევრობის შესაბამისი დიპლომი აკადეემის პრეზიდენტმა თეიმურაზ ლანჩავამ გადასცა.

დღესვე საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 8 წარმატებული ადამიანი დააჯილდოვა.