სიახლეები

იმერეთის გუბერნატორის ვიზიტი შვეიცარიაში წარმატებით დასრულდა

19 დეკემბერი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის შვეიცარიაში  ოფიციალური ვიზიტის დროს დაწყებული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ხელი მოეწერა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრიბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე, ურთიერთთანამშრომლობა შედგა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლასა და ბერნის მურიშტალდენის გიმნაზიის.

აპრილის თვეში შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და მოსწავლეების გაცვლითი პროგრამები აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.