სიახლეები

ზესტაფონში ტურიზმის განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

15 დეკემბერი, 2016

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ზესტაფონში შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონში ტურისტული კუთხით არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები. ასევე, იმსჯელეს მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ესწრებოდა.

მსგავსი შეხვედრები იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა.