სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს დაესწრო. ძლიერი წვიმის დროს წყალი სანიაღვრე არხებში გასვლას ვერ ასწრებდა, რამაც ცენტრალური ქუჩის დატბორვა გამოიწვია. ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ყველა სისტემა გაწმენდილია.
დღესვე იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან და საკრებულოს თავმჯდომარისგან უხვი ნალექის შედეგად ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |