სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტი მოინახულეს, რომელიც სამინისტრომ მენაშენეთა კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან, შ.პ.ს ,,აღმაშენებელი ქუთაისი"-სგან შეისყიდა.
გამარჯვებული კომპანიებისაგან თბილისში სულ შესყიდული იქნა 210-მდე ბინა, ქუთაისში 53 ბინა და ბორჯომში 33-მდე ბინა.
მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ გარკვეული ბინების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.
მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 35 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. პირველ ეტაპზე, შერვაშიძის ქ. N53-ში, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ჯამში 160 ბინა იქნება.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რიონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლტოლვილებიც მოინახულეს, რომლებსაც მარტის დასაწყისში ქუთაისში საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები USAID-მა დააფინანსა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |