სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები ვანში

1 დეკემბერი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ხურციძესთან ერთად დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის ხიდებისა და მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, ამ ეტაპზე კი მოცულობით დიდი ხიდების მშენებლობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. წლის ბოლოს კი ყველა პროექტი იქნება დასრულებული.

ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა ივლისში სტიქიის დროს დაზიანდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი ობიექტებისთვის 7 მილიონამდე ლარი გამოყო, რის შედეგადაც 24 ერთეული ხიდის, საავტომობილო გზებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების აღდგენა მოხერხდა.