სიახლეები

სამტრედიაში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

2 დეკემბერი, 2016

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების, სახელოვნებო სკოლისა და საბავშვო ბაღის სახურავები სრულად აღდგა. აღნიშნულ შენობებს ახალი გადახურვა გაუკეთდა. ამ ეტაპზე მხოლოდ დაბა კულაშის ადმინისტრაციული ცენტრის გადახურვა მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება. განხორციელებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ, სამტრედიის გამგებელთან, ვალერიან ფოცხვერიასთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა 20–23 ნოემბერს ძლიერი ქარის დროს დაზიანდა.