სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ლარნაკაში (კვიპროსი) დასრულდა. აღნიშნულ ქალაქში ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) პროგრამის „ევროდისეა“ (Eurodyssey) წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ერა–ს წევრი რეგიონების 70–მდე წარმომადგენელი, მათ შორის იმერეთის გუბერნატორი და მოადგილე.
„ევროდისეა“ არის ერა-ს საერთაშორისო ახალგაზრდული მობილობის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების შესაძლებლობებს აწარმოონ სტაჟირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში და ხელს უწყობს ქონდეთ წვდომა დასაქმების ბაზრებზე. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები როგორც ერა-ს, ასევე იტალიისა და სერბეთის რეგიონების წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |