სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ბარნოვის, ღამბაშიძისა და რამდენიმე შიდასაუბნო ქუჩებზე. 2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.
დღესვე მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში აშენებული საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და რეგიონული განვითარების ფონდიდან 319 352 ლარით დაფინანსდა. ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი დაწესებულება აშენდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ იმერეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. სხდომაზე იმერეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში 2017 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა მოეწყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |