სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის პაატა ნადირაძის, ვიცე–გუბერნატორების: გიორგი ჭიღვარიას და იოსებ ხახალეიშვილის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონის ხელმძღვანელებთან, სადაც განხილული იქნა თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები, ასევე კულტურული და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროფილის10–მდე მცირე და საშუალო საწარმო დაათვალიერა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო კონკურისის „საქართველო ჩვენი თვალით’’ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში. სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით გამარჯვებული 8 მოსწავლე მომავალი წლის ზაფხულზე საქართველოში დაისვენებს. ასევე, შედგება ქართველი ბავშვების ვიზიტი ლატვიაში.
ვიზიტი ლატვიის ადგილობრივი რეგიონული თვითმმართველობების ასოციაციისა და იმერეთთან დამეგობრებული ვიძემეს რეგიონის მიერ იყო ორგანიზებული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |