სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხონის მუნიციპალიტეტში ხონისა და სამტრედიის ეპარქიის აღდგენის 20 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე საბამ მომლოცველებთან ერთად ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა მოაწყო.
დღის ბოლოს კულტურის ცენტრში ბოლო 20 წლის მანძილზე აგებული ეკლესია-მონასტრების ფოტო გამოფენა იყო წარმოდგენილი, რის შემდეგაც ხონისა და სამტრედიის ეპარქიისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |