სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ძლიერი ქარის გამო მხარის 6 მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან. წუხელ გვიან ღამით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 15-მდე მრავალსართულიან კორპუსს, სახელოვნებო სკოლას, საბავშვო ბაღებსა და დაბა კულაში ადმინისტრაციულ ცენტრს სახურავები აქვს გადახდილი. ასევე, მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტრო სადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა სოფელ დიდ ჯიხაიში გაზის მთავარი მაგისტრალიც დააზიანა, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა წყალტუბოში, ხონში, ბაღდათში, ზესტაფონსა და ქუთაისშიც.
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მუნიციპალიტეტებში სპეციალურად შექმნილ საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. ყველა მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქმედითი ნაბიჯები ამინდის გაუმჯობესებისთანავე გადაიდგმება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |