სიახლეები

საქართველოს პარლამენტის მე–9 მოწვევის პირველი სხდომა

18 ნოემბერი, 2016

საქართველოს პარლამენტის მე–9 მოწვევის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი,  ქუთაისის მერი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.