სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2016“ და ,,მუხრანობა 2016“ გაიმართა. ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და არგვეთის საჯარო სკოლაში მოეწყო.
დღესვე, პოეტის სახელობის სკვერში განთავსებული ბიუსტი ყვავილებით შეიმკეს. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ანსამბლ ,,მოდინახეს“ პატივგების ღონისძიება გაიმართა.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით სპორტული თამაშობები,რეწვის ნიმუშების გამოფენა, ნორჩ მხატვართა ნამუშევრების ჩვენება და ეთნოგრაფიული კუთხეების წარმოდგენა მოეწყო.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დასკვნითი კონცერტი საჩხერეში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, სადაც მომღერლებმა: თემურ წიკლაურმა, ნუკრი კაპანაძემ, ნინი წიკლაურმა, ვერიკო ტურაშვილმა, თემო საჯაიამ, ლადო ჯანელიძემ და გია ნიკოლაძემ (ნიკოლშოუ) მონაწილეობა მიიღეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |