სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ობჩაში ყოფილი ღვინის ქარხნის შენობაში არქეიდის პროექტის ფარგლებში ქვილთის (ტექსტილის) ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება აღნიშნული ნამუშევრები ენახა. ასევე, მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები მოეწყო, ბაღდათის ფოლკლორულმა ჯგუფებმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კი ერთობლივი კონცერტი გამართეს.
დღესვე, ბაღდათის 5 საპატიო მოქალაქე დასახელდა, მათ სპეციალური სიგელები და ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |