სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. იმერეთის გუბერნატორმა მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ობიექტები მოინახულა.
ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს მასშტაბურად განხორციელდა საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოები, როგორც ქალაქში ასევე სოფლებშიც, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა გარე განათებები, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს. ასევე, სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა.
2016 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია რგფ და სტიქია - 2 350 097 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით - 39 000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 481 563 ლარი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |