სიახლეები

ხონში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა

24 ოქტომბერი, 2016

იმერეთში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს დღეს რეგიონულ თათბირზე ხონის მუნიციპალიტეტში. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გამგებლებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მხარის გუბერნატორმა 12-ვე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და წარმომადგენლებს როგორც ადგილობრივი ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და სტიქიის შედეგად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი დაავალა.

რეგიონულ თათბირზე ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ასევე, მოისმინეს ინფორმაციები გაზიფიცირების, სურსათის უვნებლობისა და სატყეო საკითხებთან დაკავშირებით.