სიახლეები

თერჯოლაში ,,ღვინის ფესტივალი 2016'' გაიმართა

23 ოქტომბერი, 2016

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. აღნიშნული რაიონის 19–მა სოფელმა სხვადასხვა სახეობის ღვინოები წარმოადგინეს. ასევე, ქალაქის ცენტრში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. გამოიფინა რეწვის ნიმუშები და ადგილობრივმა ანსამბლებმა როგორც ქორეოგრაფიული ასევე, მუსკალური ნომრები შეასრულეს. ფესტივალის დასასრულს კი სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინა.

თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ფესტივალი თერჯოლაში უკვე მეოთხე წელია იმართება.