სიახლეები

სახალხო დღესასწაული ''ჭიათურობა 2016''

16 ოქტომბერი, 2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა 2016“ აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სახალხო მსვლელობა მოეწყო. ნინოშვილის ქუჩაზე კი გამოფენა ,,შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.

,,ჭიათურობა 2016“–ის ფარგლებში წელს მუნიციპალიტეტში 3 საპატიო მოქალაქე აირჩიეს.

დღის ბოლოს ადგილობრივმა და მოწვერულმა მომღერლებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.