სიახლეები

ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განახლებული ცენტრი გაიხსნა

13 ოქტომბერი, 2016

ქუთაისში კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ მომსახურების განახლებული ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა გახსნეს. ცერემონიას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განახლებული მომსახურების ცენტრის ოპერატორებს შესაძლებლობა აქვთ მოემსახურონ მთელი იმერეთის რეგიონის აბონენტებს. მოქალაქეთა მიღება რიგის აპარატების მეშვეობით არის მოწესრიგებული. ცენტრის პირველი აბონენტი იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყო.

კომპანია, „სოკარ ჯორჯია გაზს“ საქართველოში 40 მოქმედი სერვის ცენტრი აქვს, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებს ემსახურებიან.