სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 000 ლარით დაფინანსდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალი ინვენტარითაც აღიჭურვა. ამ დრომდე ბაღს საკუთარი შენობა არ გააჩნდა, რაც სასწავლო პროცესის შეფერხებას იწვევდა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში კიდევ სამი რეაბილიტირებული ბაღის შენობა დაიწყებს ფუნქციონირებას.
ვანის მუნიციპალიტეტის რეაბილიტირებული ბაღის შენობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ გახსნეს, რომლებმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა. რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |