სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში სამი სტადიონის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ სტადიონების მშენებლობების დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვეს. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისში ორი სტადიონი ნიკეას დასახლებაში ერთი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილი იქნება როგორც რაგბის ასევე, ფეხბურთის გუნდებისთვის.
2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტულიინფრასტრუქტურისგანვითარებისსახელმწიფომიზნობრივიპროგრამის“ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულებისსაერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.
პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოიყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |