სიახლეები

ქუთაისის აეროპორტს 7 ახალი რეისი დაემატა

23 სექტემბერი, 2016

ავიაკომპანია ვიზეარმა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა დღეს 25-ე ბაზა გახსნა. აღნიშნულმა კომპანიამ ქუთაისის აეროპორტში 7 ახალი დაბალტარიფიანი მიმართულებით ოპერირება დაიწყო. საზეიმო ცერემონიას აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

ავიაკომპანიამ მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავის ბაზირება ქუთაისის აეროპორტში და რეისები შემდეგი მიმართულებებით: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში შესრულდება. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, ვიზეარი თავის მომხმარებელს ახლა უკვე ქვეყნის 11 ავიამიართულებას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან - რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს ევროპაში ვიზეარის ყველაზე დაბალი ფასებით.

ვიზეარის პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის რეისებით.ვიზეარის ოპერირების დაწყებამ არამარტო ევროპასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გამარტივებას, არამედ ადგილობრივი ბაზრის საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას შეუწყო ხელი. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.