სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გალერია ,,ვარლაში“ მხატვართა საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე დაესწრო და მხატვრებს გამოფენის გახსნა მიულოცა.
საშემოდგომო გამოფენაზე იმერეთის მუნიციპალიტეტების მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ამ ეტაპზე საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა 60 მხატვრის 110 ნამუშევარს გაეცნოს. გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.
გალერია ,,ვარლაში“ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენები ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მასში იმერეთის რეგიონში მოღვაწე მხატვრები მონაწილეობენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |