სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. ცენტრის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს. ცენტრტში 14 საწოლია განთავსებული, აქედან 3 სარეანიმაციოა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ულტრაბგერითი,რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ.
აღნიშნული სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულებამდე ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები მოქმედებდა და შეუძლებელი იყო სრული სამედიცინო დახმარების გაწევა პაციენტებისთვის.
სამედიცინო ცენტრში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |