სიახლეები

ქუთაისში ანსამბლ ,,ქართული ხმების'' კონცერტი გაიმართა

19 სექტემბერი, 2016

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული ,,ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა. ქუთაისელი მსმენელის წინაშე ანსამბლის წევრებმა ძველი ჰიტები გააცოცხლეს და ფოლკლორული კომპოზიციები შეასრულეს. ღონისძიება მრავალჟამიერით დასრულდა.

ანსამბლ ,,ქართული ხმების“ კონცერტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.