სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს, ჰანდე ოზსან ბოსატლის და გენერალურ მდივანს მეთიუ მორის შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენს იმერეთის რეგიონისთვის სრული სტატუსის მინიჭება ორგანიზაციაში და მომავალი თანამშრომლობისთვის რიგი საკითხების განხილვა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის პროცედურები და ნაბიჯები, რაც აუცილებელად უნდა გადაიდგას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.ასამბლეის წევრობა გვაძლევს შანსს ევროპაში ინტეგრაციისა, რეგიონის ცნობადობას ევროპის დონეზე, სხვადასხვა რეგიონებთან ურთიერთთანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას და .შ.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა 31 წლის წინ შეიქმნა და ის ევროპის რეგიონების ყველაზე დიდ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 300–მდე წევრს აერთიანებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |