სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა

15 სექტემბერი, 2016

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა. პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა და კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 6 წელია ფუნქციონირებს და აღნიშნულმა სასწავლებელმა წელს პირველად მიიღო გოგონები.