სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე და დასრულებული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ამ დროისთვის ქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისის ავტობანთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე და ასათიანის ქუჩაზე. უკვე დასრულებულია გზის მშენებლობა ნიკეას ქუჩაზე, რომლის ღირებულება 7 698 556 ლარს შეადგენს.
იმერეთის გუბერნატორმა ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა. რეაბილიტაციისთვის 162 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ასევე, მოინახულა #31 რეაბილიტირებული საბავშვო ბაღიც.
ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა თათბირი ჩაატარა, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული თანამშრომლები დაესწრნენ. შეხვედრაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო პრო ჯორჯიას, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იმერეთის რეგიონში 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაციაც გაიმართა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |