სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოისმინეს ანგარიში. შეხვედრას მუნიციპალიტეტების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების უფროსები, საკრებულოების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ, რომლებმაც სამხარეო ადმინისტრაციისგან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესასრულებლად კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს.
იმერეთის გუბერნიაში მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გაიმართება.