სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბაღდათი–ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვართან მთის დღესასწაული გაიმართა. დამეგობრებულმა მუნიციპალიტეტებმა ბაღდათმა და ადიგენმა შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიება წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, დოღი და სხვა სანახაობრივი აქტივობები.
ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ესწრებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიება გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან იღებს სათავეს. გარკვეული პერიოდი აღარ აღინიშნებოდა. ტრადიცია 2015 წელს აღდგა და ბაღდათსა და ადიგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |