სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში 8 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს’’– განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა. იმერეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |