სიახლეები

ქუთაისის მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა

5 აგვისტო, 2016

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა. ბრიგადას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ჯარისკაცი უმწიკლო სამსახურისთვის დააჯილდოვეს. ასევე, მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა. მე–3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა კი დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

მე–3 ქვეითი ბრიგადა ისევე როგორც ქვეყნის სხვა შეიარაღებული ძალები აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო მისიებში, ასევე მონაწილეობდნენ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში.

 მე–3 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს 6 აგვისტოს შეიქმნა, თავიდან 22–ე მოტომსროლელის სახელწოდება ქონდა და დისლოკაციის ადგილიც არ იყო განსაზღვრული. 2006 წელს კი სამხედრო ნაწილი ახალგაზრდობის პირველ შესახვევში განთავსდა.