სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეებისგან, შესყიდული კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. შმიდტის ქუჩაზე დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ, ხოლო ერისთავის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება.
მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის სექტემბერში ბინას 160 დევნილი ოჯახიი მიიღებს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |