სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
წყალტუბოში, 2016 წლის ბოლოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა იმერეთის გუბერნატორთან, ვიცე–გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში მშენებლობის ადგილი მოინახულა.
დღესვე, ცნობილი გახდა,რომ ერისთავის ქუჩაზე არსებულ ობიექტებში მცხოვრებ 49 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |