სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი ბაღდათში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

29 ივლისი, 2016

28 ივლისს მოსული ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში როხსა და წითელხევში სოფლის ადიდებულმა მდინარემ ხიდ–ბოგირები წაიღო. 6 მოსახლე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასევე, დაიტბორა 9 ოჯახი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

 დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები  დღეს დილიდან დაიწყო და ხვალ დასრულდება.