სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა იმერეთში გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, სოსო ხახალეიშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში როგორც 2015 წლის ასევე, 2016 წლის ერთ–ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა–რეაბილიტაციაა. წელს მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღი აშენდა და რამდენიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე სოფელ ხომულში ასფალტო–ბეტონის საფარი იგება და იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან 441 198 ლარით არის დაფინანსებული. დღემდე აღნიშნულ სოფელში გზა არ არსებობდა.ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ წყალტუბოში ჭავჭავაძის ქუჩაზე. მოსახლეობის მოთხოვნით ქუჩის საყრდენი კედლების, ტროტუარებისა და მწვანე საფარის კეთილმოწყობა მოხდა. მუნიციპალიტეტში მიმდინარე 3 ინფრასტრუქტურულ პროექტზე 50–მდე ადგილობრივია დასაქმებული.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გამგებლებთან მორიგი თათბირი გამართა და რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |