სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის სსდ ცენტრის შენობაში, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ახალი უნიფორმების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული მენეჯერები ესწრებოდნენ.
პირველ ეტაპზე, ახალი უნიფორმები დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და არასამედიცინო პერსონალისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა. ზამთრის უნიფორმის კომპლექტაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრენდის ფერისა და ლოგოთი გაფორმებული სვიტერის, ქურთუკისა და შარვლისგან შედგება.
დღესვე, ტექნიკური აღჭურვის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა. აღნიშნული პროგრამა კვლავ გაგრძელდება და მომდევნო ეტაპზე ახალი ინვენტარი სხვა რაიონულ ცენტრებსაც გადაეცემა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური გადაიარაღება 29 ოქტომბრიდან, ავტოპარკის განახლებით დაიწყო. 180 სამედიცინო წესით აღჭურვილი ახალი მანქანა რაიონებში ეტაპობრივად განაწილდა. 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის სასწრაფო დახმარების სპეც-ავტომობილი რეგიონებს გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით გადაეცა. ავტოპარკის განახლების ბოლო ეტაპზე, ქალაქ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს 4 ახალი ავტომობილი გადაეცა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |