სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ბაში–დაფნარის მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმანოდარ ჯავახიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
ბაში–დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის 9 კილომეტრიან და სამტრედია–გრიგოლეთის 2 კილომეტრიან მონაკვეთებს მოიცავს. პროექტი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებასგაზრდის, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |