სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ფართო ზოლოვანი ინტერნეტის განვითარების (BFD) პრეზენტაციას მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იმერეთის რეგიონში პირველად ზესტაფონიდან იწყებს. პროგრამის პრეზენტაციას პროექტის ხელმძღვანელი სიდ ჰარტრაჯა და ნატალია გელვანოვსკა საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის კოორდინატორთან ერთად უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მუნიციპალიტეტის თვითთმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერები, საბანკო სექტორის, ტექნიკის მაღაზიაებისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტის ავტორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა დღეისათვის არსებული რესურსები შეაფასეს და მომავლის განვითარების პერსპექტივებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
BFD პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობა (მათ შორის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ბენეფიციარების სუბსიდირებით). ამით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებით.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |