სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრნენ.
ქალაქ ქუთაისს ცენტრალური არქივის შენობა 2017 წლის გაზაფხულზე ექნება. მისი საერთო ფართი 4030კვ.მეტრია, დოკუმენტების საცავებს 2805კვ. მეტრი დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით აღიჭურვება. არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
დღესვე, იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |