სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა

9 ივლისი, 2016

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგეად, ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერმა, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული გზის მოწყობას დაპირდა.

პრემიერ–მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია,  იოსებ ხახალეიშვილი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე იმყოფებოდნენ.

დღესვე, იმერეთის გუბერნატორი მოადგილეებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც ჩავიდა და სტიქიისგან დაზარალებული 5 ოჯახი მოინახულა.