სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი დასავლეთ სარდლობას შეხვდა

8 ივლისი, 2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ახალ ხელმძღვანელს შალვა ჯაბახიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარის გუბერნატორმა პოლკოვნიკისგან შეიარათებულ ძალებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.