სიახლეები

ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016“ დასრულდა

7 ივლისი, 2016

ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016’’–ის საუკეთესო სპექტაკლად  რეჟისორი მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული წარმოდგენა ,,გეტო“ დასახელდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში აღნიშნული სპექტაკლი  წელს დაიდგა. საუკეთესო რეჟისორის წოდება კი გიორგი სიხარულიძეს მიენიჭა.

დღესვე, 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა დააჯილდოვეს. ასევე, პრიზები გადაეცათ საუკეთესო სცენოგრაფს, მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებს, საუკეთესო პარტნიორულ დუეტსა და კიდევ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს.

იმერეთის რეგიონში "თეატრალური იმერეთი" უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში წელს 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.