სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი პოლონეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
პოლონეთის დელეგაცია ქუთაისში ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016’’–ის ფარგლებში იმყოფება. პოლონეთის ქალაქის ტორუნის მუსიკალური თეატრი ფესტივალზე წელს პირველად მონაწილეობს და იგი დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ქართველი მაყურებლისთვის სპექტაკლს წარმოადგენს.
იმერეთის რეგიონსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს კუიავსკო–პომორსკის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს რეგიონებსშორისთანამშრომლობისგანვითარებასადაგამოცდილებისგაზიარებასსოციალური, სოფლისმეურნეობისადაგანათლებისსფეროებში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |