სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს გენერალურ კონსულს აზერბაიჯანში მამუკა ბალავაძეს, განჯის მერს ელმარ ვალიევს, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში აზერ ტოფიგ ოგლუ ჰუსეინსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
მხარეები სხვადასხვა სფეროებში ადამიანური რესურსების კომპეტენციის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. იმერეთის გუბერნატორმა დელეგაციის წევრებს მხარის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო და ერთობლივად განსახროციელებელ პროექტებზე იმსჯელა.
დღესვე, ქალაქ განჯასა და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქალაქების განვითარების მიზნით ორივე მხარისთვის ხელსაყრელ და მომგებიან თანამშრომლობას გულისხმობს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |