სიახლეები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

29 ივნისი, 2016

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სოფელ ზემო ნოღაში გიორგაძეების ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით 31 სოფლის უზრუნველყოფა მოხდა, რისთვისაც 260 კილომეტრიანი მაგისტრალი აშენდა. აღნიშნულ სოფლებში სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში 3 500 აბონენტი გაზიფიცირდება.

სოფელ ზემო ნოღაში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორთან ერთად, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გაგმებელმა ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერეს.