სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და პერსპექტივების განხილვა. დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
იმერეთის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება და ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |