სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე ესწრებოდნენ.
ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის დონის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამას, ბავშვების იმუნიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა აღნიშნულ საკითხებზე უფრო ეფექტურად იმუშაონ, რაც შესაბამისად, მოსალოდნელ რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |